მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო" - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დასავლელ პარტნიორებს კითხვები გაუჩინა

“იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო” – საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დასავლელ პარტნიორებს კითხვები გაუჩინა

Published on

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დასავლელ პარტნიორებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა.
 
ამის მიზეზი კი საერთაშორისო დამკვირვებელთა კრიტიკული დასკვნა და მრავალრიცხოვანი დარღვევები გახდა, რომლებზეც ეუთოს პოზიციას და შეშფოთებას სრულად იზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. "იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო" – ასეთი სიტყვები გაჩნდა ამერიკის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების შეფასებებში. ვაშინგტონიდან ქართულ მხარეს დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 
 
დიპლომატი ჯონ ჰერბსტი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტში 30 წელი იმუშავა და დღეს ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ არჩევნები, რომელიც ბოლომდე თავისუფალი და სამართლიანი გზით არ ჩატარდა, გამართულებელ ფაქტორად იქცევა ქართულ-ამერიკულ, ასევე ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში.
 
არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს ქეითოს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი. მისი აზრით, მეორე ტურის შედეგი, განსაკუთრებით ამხელა სხვაობით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ილარიონოვი ამბობს, რომ ეს შედეგი აუხსნელია იმის გათვალისწინებითაც, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ათასობით მოქალაქის პრობლემური კრედიტების მომსახურებაზე დაპირება გასცა.
 
შეერთებული შტატებში კიდევ ერთხელ შეახსენებენ საქართველოს, რომ მთავარი გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეზე გადის.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...