მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების...

არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების წაგებაა

Published on

ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ს იმერეთის გუბერნატორი გენერალი შავლეგო ტაბატაძე შეცვლის
 
“უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად იმერეთის გუბერნატორია. საგულისხმოა, რომ თუკი მოქმედი სამხედრო პირი დაინიშნება თავდაცვის მინისტრად, ეს შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. ბოლო მოქმედი გენერალი თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე იყო 2004 წლამდე, მას შემდეგ ამ თანამდებობას სამოქალაქო პირები იკავებდნენ. მთავრობის კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. ინფორმაცია თავდაპირველად “პირველმა რადიომ” გაავრცელა” 
 
“შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე კი ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელი მსახურობდა. მას გენერლის ჩინი აქვს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა. იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების წაგებაა, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა”, – ნათქვამია ონფორმაციაში

სიახლეები

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...