მთავარისიახლეებიპოლიტიკასავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა ია კერზაიაზე - "სამართლიანი არჩევნები" საქმის გამოძიებას ითხოვს

სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა ია კერზაიაზე – “სამართლიანი არჩევნები” საქმის გამოძიებას ითხოვს

Published on

შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას საქმით "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ინტერესდება.
 
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აუცილებელია პროცესით
სამართალდამცველები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ  კანონდარღვევა დადასტურდება, საქმე მათ მიერ მომზადებულ არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდება.
 
„შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, ისევე როგორც სხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება კავშირი, პოლიტიკური მოტივაცია და სავარაუდო ზეწოლა, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული პრობლემა და  სერიოზული წინასაარჩევნო დარღვევა. თუ ინფორმაცია გადამოწმდება და დადასტურდება, სავარაუდოდ, ამ ფაქტზე ჩვენს შემაჯამებელ ანგარიშშიც იქნება საუბარი,“- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...