მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველას მინუს ბიძინა ივანიშვილი," - გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

“ყველას მინუს ბიძინა ივანიშვილი,” – გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

Published on

კონსულტაციების პირველი რაუნდი პარტნიორ პარტიებთან – გაერთიანებული ოპოზიცია "ევროპულ საქართველოსა" და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბება. სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება როდის შეიტანენ იურისტები საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელს. ოპოზიცია ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს.
 
"რაც არ უნდა იუაროს უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ," მაინც მოუწევს ამ დათმობებზე წამოსვლა, უფრო სწორად ვაიძულებთ, რომ წამოვიდეს ამ დათმობებზე. იმიტომ კი არა, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის იმ ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელმაც არჩევნებში "არა" უთხრა "ქართულ ოცნებას,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 
 
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტური ტოტალურად გააყალბა. მისი თქმით, ოპოზიციამ მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოახერხოს. 
 
"მარტივად დავარქმევ ამას ფორმულას  იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 28 ნოემბერს ქართველ ხალხს თავზე გადაახია არჩევნები, ბიულეტენები, ხვდებით ხომ? უნდა შევცვალოთ ეს რეალობა,"- აცხადებს ქარდავა.
 
ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე
პაატა დავითაიაც. მისი თქმით, სწორედ ერთიანი პოზიცია იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლის მთავარი ბერკეტი.  
 
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციის სპექტრი იყოს ერთიანი ამ სიტუაციაში იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული ბერკეტად ხელისუფლების წინააღმდეგ,"-აცხადებს პაატა დავითაია. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...