მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოება ნატოსათვის მთავარ...

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოება ნატოსათვის მთავარ გამოწვევად იქცა

Published on

ნატოს შტაბბინაში ალიანსის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე ისაუბრებენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისათვის მთავარ გამოწვევად იქცა.
 
სწორედ ამიტომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ჩატარდება. დავით ზალკალიანის განცხადებით მისი სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
 
„პირველად ისე როგორც სამიტის დროს იქნება ცალკე შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა იქნება კონცეტრირებული​ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
 
რა თქმა უნდა, ვისაუბრებ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...