მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეკვეცილი უფლებები და შემცირებული ბიუჯეტი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით არის შემცირებული

შეკვეცილი უფლებები და შემცირებული ბიუჯეტი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით არის შემცირებული

Published on

უფლებამოსილება შეზღუდული მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან მხოლოდ 6 მილიონი ლარით დაფინანსდება. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ხარჯებს 40%-ით უმცირებს. 140-დან 60-მდე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი. უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც.
 
საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტში დასამტკიცებლად უკვე შევიდა.
 
რატომ გადაწყვიტა მთავრობამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის ხარჯების ასე რადიკალურად შემცირება და რატომ შეიტანა ეს ცვლილებები პროექტის მხოლოდ მესამე ვარიანტში, მმართველ გუნდს ამ შეკითხვებზე პასუხი არ აქვს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს 140-კაციანი აპარატი არ სჭირდება.  
 
"ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ დასაკნინებლად არის გადგმული," – ასე ეხმაურება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ადმინისტრაციის უფროსი მთავრობის მოულოდნელ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის დაფინანსების შესახებ.
 
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისთვის მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტზე დარტყმაა.
 
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში დიდ ფულადი რესურსი ჩადო, ცდილობს, მას ფინანსური სახსრები შეუმციროს, რომ ის ნაკლებად დამოუკიდებელი იყოს.
 
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღიდან ქვეყნაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. გაუქმდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოც. ერთ-ერთი უფლება, რომელიც ახალი კონსტიტუციით მმართველმა გუნდა პრეზიდენტს დაუტოვა, პატიმრების შეწყალებაა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...