მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით" - გია ხუხაშვილი

“ქართული ოცნების” დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით” – გია ხუხაშვილი

Published on

„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მოლაპარაკება არ იქნება,“ – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგის გამართვას საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
 
გია ხუხაშვილი ოპოზიციის ერთიან მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ხუხაშვილის თქმით, ეს არის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნა და არა ერთი კონკრეტული პარტიის.
 
„ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის სრულ იზოლაციაში. შესაბამისად, თუ კეთილგონიერად მოიქცევიან, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება პრინციპით, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, დასთანხმდნენ ამ ყველაფერზე,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
 
ხუხაშვილის შეფასებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება. ხუხაშვილის თქმით, მოსახლეობა ახალ პოლიტიკურ პარტიას ეძებს და ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ რომელიმე ძალა მოძლიერდეს.
 
ხუხაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ახლა ოპოზიციასთან დიალოგს არ დათანხმდება, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათთვის მაინც წამგებიანი იქნება.
 
„ხელისუფლებას ეს დაუჯდება ისეთი მაღალი პოლიტიკური ფასი, რომ შეიძლება, საერთოდ სამეულს მიღმა დარჩეს იმიტომ, რომ ქართული ოცნების დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით. ვაკვირდები ამ პროცესს და ვხედავ, რომ ფაქტობრივად, ამ არჩევნებზე ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ, ერთში 100 გადაიხადეს. სისტემური ცვლილებების პოტენციალი კიდევ არ ჩანს. აქ მთავარი ის კი არ არის, პოლიტიკურ პარტიებს მოელაპარაკებიან თუ არა, მთავარი ის არის, სახელმწიფოებრივ პრობლემებს წყვეტენ თუ არ წყვეტენ,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...