მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს პირდება

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზებს პირდება

Published on

პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა, ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს'' – განაცხადა დღეს რუსთავში მხარდამჭერებთან  შეხვედრის შემდეგ   გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა  გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება, თუმცა პროტესტის გამოხატვა არ გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
 
 
„ეს არის: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტულ საწყისებზე იქნებიან ჩართული ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. ასევე, ვითხოვთ საოლქო კომისიების გაუქმებას და პროპორციულ, ან პროპორციულ-რეგიონალურ სისტემაზე გადასვლას.
 
მაჟორიტარი, როგორც წესი, მოდის თავისი ფულით და საკუთარი ბიზნეს-ინტერესების დასაცავად. ეს საბოლოოდ ყალიბდება ადგილობრივ ბელადად. ყველაფერი ეს გადადის უკანონობაში.
 
 
რაც შეეხება ბერკეტებს, ჩვენ გვაქვს 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა. ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას.
 
ხელისუფლება, თუ გნებავთ ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მთელი ოთხთვიანი პროპაგანდის განმავლობაში, გაერთიანებულ ოპოზიციას ჯიუტად მოიხსენიებს როგორც „ნაციონალური მოძრაობას“, რომელიც მოვა და იქნება არეულობა, ასე არ იქნება. არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენას მუდამ.
 
 
გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ელაპარაკოს ოპოზიციას.
 
დიდი მადლობა ამისათვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს დიალოგი მით უფრო მაშინ უნდა შედგეს, როდესაც ოპოზიციამ „არნახული“ შედეგი აჩვენა.
 
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია ელაპარაკოს ოპოზიციას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ჩვენ მივაღწიეთ არნახულ შედეგს. ავიღეთ 800 ათასზე მეტი ხმა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...