“ელზა ზოდელავას ვერ აღვადგენ,იმიტომ რომ არ მაქვს შტატი”- ლილი ბერაია

0
456
ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი აცხადებს, რომ გათავისუფლებულ გიდს სამსახურში ვერ აღადგენს :" მე გამიუქმეს 3 შტატი, მარტო ზოდელავა კი არ არის გათავისუფლებული, სულ 3 თანამშრომელია, მაგრამ იმათ არ უჩივლიათ. არც ბიუჯეტი მაქვს და არც შტატი, რომ აღვადგინო, ამიტომ ელზა ზოდელავას მოუწევს ჩემთან კი არა, კულტურის სამინისტროსთან პოლემიკა, თუ დამიმატებენ შტათს, აღვადგენ"- განაცხადა ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ. ზუგდიდის მუზეუმის გათავისუფლებულმა გიდმა აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება  კანცელარიას გადასცა. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 1 თებერვალს სამსახურიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა  და ელზა ზოდელავამ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მუზეუმის კანცელარიაში მიიტანა.
წინა სტატიალევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი თანამდებობებს ტოვებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოება ნატოსათვის მთავარ გამოწვევად იქცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური