მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა შენგელია: მივმართავ ყველა გზას, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც შეუკვეთეს და...

ბაჩანა შენგელია: მივმართავ ყველა გზას, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც შეუკვეთეს და განახორციელეს ეს სადისტური აქტი

Published on

„ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, ოჯახი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს.
 
ბაჩანა შენგელია იმ ადამიანის ვინაობის გასაჯაროებასაც ითხოვს, რომელმაც სამინისტროს ანონიმური წერილით მიმართა და რომლის საფუძველზეც დაიწყო უკვე სკოლის დირექტორის დევნა.
 
პარალელურად ოჯახი მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს.
 
„მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს , პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს , საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსს, ყველა გზას, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც შეუკვეთეს და განახორციელეს ეს სადისტური აქტი. 
 
ეს იყო, როგორც მინიმუმ, უმაღლესი თანამდებობების პირების დაკვეთა, იყო გადაწყვეტილება, რომ სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა დასაშინებლად უნდა ყოფილიყო ეს მეორე ტურამდე, მათ შეასრულეს ეს დავალება განათლების მინისტრისგან, ხოლო განათლების მინისტრმა საიდან მოიტანა და ვისგან მიიღო დაკვეთა იმედია გაარკვევს საზოგადოება,“-ამბობს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელაია,.
 
თავად ია კერზაია, რომელმაც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ინსულტი მიიღო ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
 
 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...