მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადება სკოლის დირექტორის...

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადება სკოლის დირექტორის შესაძლო დევნასთან დაკავშირებით

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლები და სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათი სკოლის დირექტორი არასდროს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური და ის პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის ემიჯნებოდა.
 
მათი თქმით, გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის საფუძველზეც უნდა გაეთავისუფლებინათ დირექტორი, უსაფუძვლოა.
 
„უკვე გაიგზავნა სკოლიდან სამეურვეო საბჭოს დასკვნა, სადაც სამეურვეო საბჭომ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ ის არ ეთანხმება სკოლის დირექტორის სკოლიდან გაშვებას. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ია სკოლაში რჩება,“ – ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე, ქეთევან მანტკავა.
 
პედაგოგების განცხადებით, სკოლაში არ ფიქსირდება არც ერთი დარღვევა, რაც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.
 
ია კერზაიას ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
 
პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან რამდენიმე დღის წინ თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
 
შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.
 
ია კერზაია ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ია კერზაია მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...