მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობა მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა: უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინელ...

საქართველოს მთავრობა მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა: უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინელ ტურისტებს იარაღი ჩაუდეს

Published on

საქართველოს მთავრობა მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა – უკრაინის რადას დეპუტატი, სიმიონ სემენჩენკო საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს. რადას გავლენიანი დეპუტატი აცხადებს, რომ ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს იარაღი ჩაუდეს და რომ ეს პროვოკაცია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.
 
ქართველმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებულია 6 პირი მათქან 6 უკრაინის მოქალაქეა.
 
„ეს არის პროვოკაცია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იარაღი ჩადებულია. რამდენიმე ვერსია მაქვს, პირველი კი ის არის, რომ დიდი ალბათობით საქართველოს და უკრაინის უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რადგან აწყობთ აწყობთ სკანდალის გამოწვევა, ქართველი ამომრჩევლის დაშინება, რომ ჩამოვიდნენ ვიღაც მებრძოლები უკრაინიდან საზარელი მიზნებით. ეს ადამიანები, რომლებიც აქ დააკავეს, უკრაინაში ოპოზიციაში არიან და კორუფციას აპროტესტებენ, ითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, ისინი იბრძვიან უკეთესი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ბიჭებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ,“ – განაცხადა სიმონ ისმნჩენკომ.
 
დაკავებულებიდან ერთ-ერთი "დონბაისის" წევრი ლუკა ჩხეტიაა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. 
 
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
 
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...