მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა ''- ევროპარლამენტარებისთვის მიუღებელია სალომე...

,,საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა ”- ევროპარლამენტარებისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება

Published on

ევროპარლამენტმა შესაძლოა, შექმნას ჯგუფი, რომელიც დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის გარემოებებს. ბრიუსელში ევროდეპუტატებისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება.
ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის, შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის ზეიმი არ ყოფილა.
 
„არსებობს გაურკვევლობის განცდა, განსაკუთრებით მეორე ტურთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება არჩევნების წინაც, რომ ადმინისტრაციული რესურსები შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო გამოყენებული. საბანკო საკითხი ცალსახად ადმინისტრაციული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაგალითია. შესაძლოა, კეთილი განზრახვით გაკეთდა, მაგრამ დრო არასწორად იყო შერჩეული. ვერავინ უარყოფს, რომ გარკვეული ზემოქმედება მოახდინა ამომრჩეველზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, სიმპათიის მოსაპოვებლად. ეს პოლიტიკური ძალა ცხადია, მმართველი კოალიციაა. სწორედ ამიტომ, ეს არის საქართველოს დემოკრატიის სახეზე შავი ლაქა. აბსულუტურად არ იყო საჭირო. გააჩინა კითხვის ნიშნები მთელი პროცედურის მიმართ. ვნახე ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციის კრიტიკული შენიშვნა. ახლა საქართველოს ეს ინსტიტუტები შეკითხვებს დაუსვამენ და ის მზად უნდა იყოს, პასუხის გასაცემად. რა თქმა უნდა, პროცესი დამთავრებულია და უკვე დაგვიანებულიცაა. ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიის ზეიმია, რაც ძალიან სამწუხაროა,“ – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...