მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი მზად არის ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს

სახალხო დამცველი მზად არის ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე შეისწავლოს

Published on

სახალხო დამცველი მზად არის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერძაიას საქმე შეისწავლოს, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისს ჰქონდა მცდელობა ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩართულიყო საქმეში, თუმცა მაშინ სკოლის დირექტორმა ამისთვის მზაობა არ გამოთქვა.
 
„როდესაც მისი შვილის მიერ გავრცელდა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა ოჯახის წევრზე, ჩვენ დავუკავშირდით მას და ასევე გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ქალბატონთან. იმ ეტაპზე სამწუხაროდ, უარი განგვიცხადა თანამშრომლობაზე, მაგრამ თუ არსებობს დღემდე ეს სურვილი, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ საქმის შესწავლა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
 
შეგახსენებთ, სოციალური ქსელის საშუალებით, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დედამისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...