მთავარისიახლეებიპოლიტიკასაითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ არა თბილისში, არამედ სხვა...

საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი: სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ არა თბილისში, არამედ სხვა ქალაქში გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დანონსებული აქცია სავარაუდოდ იქ გადაინაცვლებს?

Published on

ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არანაირად არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ, 16 დეკემბერს აქციის გამართვის ლოკაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
 
„მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვის არგაცემის უფლება არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არანაირად არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვაცნობებთ მერიას და სამართალდამცავ ორგანოებს, მეტი არაფერი. მათგან თანხმობას და ნებართვას ჩვენ არ ველოდებით“,- განაცხადა ვაშაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინდელ აქციაზე დაანონსა, რომ შესაძლოა, 16 დეკემბერს კვლავ გაიმართოს მათი აქცია, თუმცა ჯერ უცნობია, სად ჩატარდება აღნიშნული აქცია.
 
ახალმა ინფორმაციამ დაბადა კითხვა ინაუგურაციის სხვა ალაქში გადატანის მოტივთან დაკავშირებით. ხელისუფლება მიანიშნებს იმაზე, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას დესტაბილიზაცია  ინაუგურაციის ჩაშლა სურს .
ეს სასაცილოდ არ ყოფნის გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, რომლმაც  "დღის ამბებში" განაცხადა, რომ , რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას არ აპირებს."სადაც უნდა იქ ჩაატარონ, გინდ ინგალაცია დაარქვან და გინდ ინაუგურაცია".
 
გრიგოლ ვაშაძე ასახელებს იმ მოთხოვნებს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლების მისამართით აქვს.
 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...