მთავარისიახლეებისაზოგადოებასად მდებარეობს ენგურჰესი? რას გვასწავლის გეოგრაფიის სახელმძღვანელო?

სად მდებარეობს ენგურჰესი? რას გვასწავლის გეოგრაფიის სახელმძღვანელო?

Published on

 განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული, მეხუთე კლასის  მოსწავლეთათვის განკუთვნილი გეოგრაფიის წიგნი ,, ჩვენი საქართველო"   ( ავტორები: ნოდარ ელიზბარაშვილი როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი,  გიორგი ავთანდილაშვილი) ამ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში მსჯელობის საგანი გახდა. 
 
,,ენგურჰესი სვანეთის ტერიტორიაზე (!) მდებარეობსო, გვიმტკიცებენ სასკოლო სახელმძღვანელოს ბრძენი ავტორები… განათლების სამინისტროს უფრო ბრძენმა ჩინოვნიკებმა წიგნი საჯარო სკოლების სახელმძღვანელოდ დაამტკიცეს… ბოლოს და ბოლოს დაფარული გაცხადდა: აი, თურმე, რა ვნებები აწუხებთ სვან „პატრიოტებს“ და რისთვის სჭირდებათ ქალაქ ჯვარში მდგარი სათვალთვალო კოშკის, „ომუნეს ჯიხას“, სვანურ სტილში გადაკეთება!.. წერს მწერალი მურად ჭანტურია, რომელიც დაბა ჯვარში ცხოვრობს და ამ და ყველა სხვა შემთხვევაშიც ერთერთი პირველი ეხმაურება რეგიონის ისტორიასთან და თანამედროვეობასთან დაკავშირებული მცდარი მიდგომების – უნებლიე შეცდომებით, არაკვალიფიციური მიზეზებით თუ  თუ წინასწარგანზრდახული  ინტერპრეტაციების საფუძველზე აღმოცენებული ფალსიფიკაციის გამოვლინებებს. 
 
მურად ჭანტურიას ინფორმაციით, გეგრაფიის სახელმძღვანელოში გაპარულითუ შეპარებული ამ ლაფსუსით დაინტერესდა ჟურნალი „ბათუმელები“.
 
 
„ბათუმელები“ წიგნის ავტორებსაც დაუკავშირდა. ერთ-ერთი ავტორი ნოდარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ეს ნაწილი მისი დაწერილი არ არის.
„მდინარე ენგური ვის ეკუთვნის, სვანეთს თუ აფხაზეთს? მდინარე მოდის სვანეთიდან და აბა, რა დაგვეწერა. აქ მთავარი ყურადღება მიექცა მდინარეს და არა მის მდებარეობას. მაშინ უნდა ვთქვათ, მდებარეობს წალენჯიხისა და აფხაზეთის საზღვარზე და ეს საზღვარი ვინ გაატარა, როდის გაატარა, მე ამაში დიდ საპოლემიკო მასალას ვერ ვხედავ“, – ამბობს ელიზბარაშვილი.“
 
ეს არის განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული, მოსწავლეთათვის განკუთვნილი წიგნის ავტორის (ალბათ – პროფესორის) ლოგიკა?! 
 
ამ „ლოგიკის“ მიხედვით საქართველო თურქეთის შემადგენლობაშია, მის ტერიტორიაზეა, რადგან მდინარე მტკვარი თურქეთიდან მოდის (?!)…
 
ვაი,საცოდავო საქართველოვ, სადამდე დასულხარ? – წერს მურადჭანტურია.
 
სოციალურ ქსელში ამ სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოყვა და როგორც აღმოჩნდა ენგურჰესის ადგილმდებარეობა არ არის ერთადერთი შეცდომა ამ სახელმძღვანელოში:
 
.,, ფოთი კიდევ რაჭაში ყოფილა, რადგან რიონი რაჭიდან ჩამოედინება! ასეთი დებილის შედგენილი სასკოლო წიგნზე ნასწავლი ბავშვები ხომ გენიოსები გაიზრდებიან! აფხაზეთის წალენჯიხის და ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი დადგენილია უკვე საუკუნეზე მეტია, მაგრამ ამ „პრაფესორს“ ეტყობა ეს მხარე პირადად ნანახიც არ ექნება! სომხეთის საზღვრები და მდინარეები წინაპრებისგან ზუსტად კი ეცოდინება''
 
 
,, რას მიკეთებს ადგილობრივი პატივცემული ხელისუფლება? არ უნდა ჩაერიოს? არ უნდა შეუსწოროს იმ მუცლითმეზღაპრე ვაიისტორიკოსს თუ ისტორიკოსებს ან გეოგრაფებს თუ ვინც არიან? მაგრამ ეჭვი მეპარება თავად იცოდნენ საკუთარი მუნიციპალიტეტის საზღვრები!'' 

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...