მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქუჩის ბიჭების გამპრავებელი ხართ, ამ სიმაღლე ხართ და რა პატარა კაცი" -...

“ქუჩის ბიჭების გამპრავებელი ხართ, ამ სიმაღლე ხართ და რა პატარა კაცი” – თაკო ჩარკვიანის პასუხი კახა კალაძეს

Published on

 
კახა კალაძემ დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. ამ განცხადებით  "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი,კალაძე და ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიმართ ძალადობა თავად ოპოზიციის ბრალია და მის მიმართ ძალადობას საჯაროდ ახალისებს.
 
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
 
„კახი კალაძე, რომელიც 7 ნოემბრის ( ცნობილი აქციის) შემდეგ, გახლდათ მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტების საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, აცხადებს და მოუწოდებს პრაქტიკულად და "აპრავებს" ჩვენს ოჯახზე განხორციელებულ ძალადობას, რადგან საკრებულოს პროტოკოლის უფროსი მაჭავარიანია სწორედ, მთავარი მონაწილე ამ თავდასხმისა!!!კადრებშიც, სწორედ მაჭავარიანია ერთერთი უმთავრესი თავდამსხმელი!!!!!
თქვენ რა დათესეთ კახი და როდის მოიმკით ეს თუ იცით "ფეხბურთელო",რადგან ქალაქის მერი ვერ აღმოჩნდით და პოლიტიკოსი, რადგან ქუჩის "ბიჭების" "გამპრავებელი' ხართ და არა ქალაქის მერი ისევ საკუთარ კარში აპირებთ თქვენს სამშობლოს "ბურთი- გოლი " გაუტანოთ??
თქვენ ხომ ამას მიჩვეული ხართ ცხოვრების ყველა ეტაპზე!!
 
ამ სიმაღლე ხართ და რა "პატარა კაცი" ხართ-"პატარა კახი”“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...