მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტია "თავისუფალი დემოკრატები": ,,თუ თითოეულ ძალადობრივ აქტზე დროული და სათანადო...

პარტია “თავისუფალი დემოკრატები”: ,,თუ თითოეულ ძალადობრივ აქტზე დროული და სათანადო რეაგირება არ მოხდა, ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება.”-

Published on

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, არჩევნები უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა, მათი თქმით, აუცილებელი, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაეკისრება.
 
“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ურთიერთდაპირისპირებულმა ორივე ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ", უკიდურესად ნეგატიური სახის კამპანიით წარმართა – სამშობლოს ღალატში ურთიერთბრალდებებით, საჯაროდ ურთიერთშეურაცხყოფებით, სიძულვილის ენის ინტენსიურად გამოყენებით და ა.შ. ამას დაემატა სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესში დიდი ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა და ძალადობა ოპონენტის მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის ნების კონტროლი და სხვა არასათანადო მოქმედებები.
 
აღნიშნულმა შედეგად საზოგადოების წევრთა ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოებაში მძიმე აგრესიული მუხტის გაჩენა გამოიწვია, რაზედაც პასუხისმგებლობა უპირველესად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას ეკისრება.
 
ასეთი სიძულვილის ფონზე ჩატარებული არჩევნების ლოგიკურ გამოძახილად ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებს და ინციდენტებს საზოგადოების ცალკეულ წევრებსა თუ ჯგუფებს შორის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რაც რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ორიოდე დღის წინ ქუთაისის აეროპორტში ჯონი გიგანისა და თაკო ჩარკვიანის ოჯახზე განხორცილებული სამარცხვინო თავდასხმა. არის სხვა შემთხვევებიც.
 
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საზოგადოების გახლეჩვა და ურთიერთდაპირისპირება. ხელისუფლების ვალდებულებაა ქმედითი ნაბიჯები გადადგას საზოგადოებაში გაჩენილი აგრესიული მუხტის განეიტრალებისათვის.
 
შექმნილ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თითოეულ ძალადობრივ აქტზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინციდენტის ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიება, რომლის შედეგებიც სარწმუნო იქნება საზოგადოებისათვის.
 
ამ მიმართულებით ხელისუფლების არასათანადო აქტიურობა ძალადობის წახალისების ტოლფასი იქნება, რომლის ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაეკისრება.”- აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...