მთავარისიახლეებიპოლიტიკაია კერძაიას საქმე იყო საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის-...

ია კერძაიას საქმე იყო საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის- ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგო რატიანი

Published on

ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმეს ეხმაურება.
რატიანი მოითხოვს, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია.
 
"უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. სწორედ ასე იმოქმედა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან მიმართებაშიც. აუდიტის სამსახურის ვიზიტი ზუგდიდში სამინისტროში მოქალაქის განცხადების შემოსვლის დღესვე (8 ნოემბერი) დაიგეგმა და მეორე დღიდან (9 ნოემბრიდან) დაიწყო აღნიშნული სამსახურის მიერ სკოლის ეგრეთწოდებული შემოწმება, რაც უკვე საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება იყო წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის.
 
აუდიტის სამსახურის სადამსჯელო ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა ფიგურირებს პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლებული საგანმანათლებლო სისტემის არაერთი წარმომადგენლის საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია თბილისის 51-ე და 53-ე საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხი, რომლებშიც სასამართლომ უსაფუძვლოდ და არარელევანტურად ცნო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ორივე შემთხვევაში გააბათილა მათი გადაწყვეტილება.
 
ერთი და იგივე ფორმითა და დასკვნით 2012 წლიდან დღემდე ასზე მეტი საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების საქმეა და მათთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი თითოეულ საქმეში პოლიტიკური ანგარიშსწორების არსებობის შესახებ.
 
მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია" – განაცხადა სერგო რატიანმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...