მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები"-ზაზა სარალიძე

„მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები”-ზაზა სარალიძე

Published on

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საუბარი უჭირს, რადგან დღეს ერთი წელი გავიდა მისი შვილის გარდაცვალებიდან და დღემდე მკვლელები დაუსჯელები არიან. მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა  და თანადგომა სთხოვა.
 
„მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოს ხვალ შემდეგი. დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...