მთავარისიახლეებისაზოგადოება"ლუკა არის პოლიტიკური პატიმარი, ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას"- ქართველი მებრძოლის ლუკა ჩხეტიას ოჯახი

“ლუკა არის პოლიტიკური პატიმარი, ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”- ქართველი მებრძოლის ლუკა ჩხეტიას ოჯახი

Published on

ლიხაურის ქუჩაზე  მდებარე სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული "დონბაისის" წევრის ლუკა ჩხეტიას ოჯახი დარწმუნებულია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ლუკა ჩხეტიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი თანამებრძოლებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, თუმცა მას და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.
 
 
„დაგვირეკეს დღეს, რომ დაკავებული არის. დაუდეს ნაღდად იარაღი. ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა და არც ჰქონდა საჭიროება იმის, რომ იარაღით ხელში გამოსულიყო. დღეს მითუმეტეს აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად რომ გაეზიარებინა, დაემტკიცებინა ეს მთავრობა რომ ეს მოვიდა ძალით , ფულით, ყოველნაირი უბედურებით. არ უნდოდა და დაუდგა გვერდით. უკრაინაში იბრძოდა დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად. სასირცხვილო არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით უნდა დაუდგეს მთავრობა, რომ ასეთი ვაჟკაცი და ასეთ რაღაც ლაჩრობას ჩადიან. იარაღს უდებენ,“-აცხადებს ლუკა ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტია.
 
 
ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ შსს-სგან მსგავს ქმედებას ელოდებოდნენ.
 
„მათ ეს გააკეთეს დაგეგმეს, იქექებოდნენ ჩვენ ფეისბუქ გვერდებზე. ეძებდნენ, ვერაფერი ვერ იპოვეს. ვიცით ეს ყველაფერი. ჩვენ ველოდებოდით რომ ჩემ ძმას ამას გაუკეთებდნენ,“-განაცხადა ლუკა ჩხეტიას დამ მარინა ჩხეტიამ.
 
ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმმა სასტუმროდან უკრაინის 5 მოქალაქე აიყვანა. დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, არის ბატალიონ "დონბასის" წევრი ლუკა ჩხეტიაც. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...