მთავარისიახლეებიპოლიტიკა"აქ ვდგავართ იმ ასობით ათასი გაყალბებული ხმის გასაპროტესტებლად, რომელიც საქართველოს და ჩვენი...

“აქ ვდგავართ იმ ასობით ათასი გაყალბებული ხმის გასაპროტესტებლად, რომელიც საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს მოპარეს”- გიორგი ვაშაძე

Published on

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენელების თქმით, ისინი თავის მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გააპრტესტონ მათი ხმების მოპარვა და გაყალბება. შეკრებილ საზოგადოებას გაეთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მიმართა:
 
„მოგესალმებით ყველას, ადამიანებს, რომლებმაც გაუძელით უზარმაზარ წნეხს, უზარმაზარ ზეწოლას და აქ დგახართ, თქვენ გმირები ხართ.“- მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს. ვაშაძემ ხორავას ტრაგედიის ერთ წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებას სთხოვა დათუნა სარალიძის , ლევან დადუნაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისთვ ის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
 
„ჩვენ აქ ვართ მათ შორის იმიტომაც რომ შვილმოკლული მამების უფლებები დავიცვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსამართლობა ქვეყანაში.“- აღნიშნა ვაშაძემ.
 
ვაშაძის თქმით, ქვეყანამ ბოლო პერიოდში უამრავი უსამართლობა გამოსცადა, მისი თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქცია მართავს არა მარტო იმ ადამიანების სახელით, ვინც ოპოზიციას დაუჭირა მხარი, არამედ იმ 500 ათასი ადამიანის სახელითაც, რომლებსაც თავისი არჩევანი იძულებით შეაცვლევინეს.
 
„აქ ვდგავართ იმ ასობით ათასი გაყალბებული ხმის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ მოგვპარეს, საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს მოპარეს. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე ადამიანს ან დაჯგუფებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ის რაც ხდებოდა არჩევნებზე ეს იყო ენით აუწერელი საგანგაშო ვითარება, როგორ ბეჭდავდნენ ყალბ დოკუმენტებს და როგორ ანადგურებდნენ ნებისმიერ სტანდარტს, რომელიც ახასიათებს სამართლიან არჩევნებს.საქართველოში არ ჩატარებულა სამართლიანნი არჩევნები და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი. გავაპროტესტოთ რადგან გავქვს ორი არჩევანი, ან ჩვენ ვეგუებიტ იმას, რაც ხდებოდა, ან ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს. დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს კანონი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, არ უსმენს ხალხს და პასუხს არ სცემს. ჩვენ ერთად აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას ქვეყანაში და მოპარულ არჩევანს აუცილებლად დავიბრუნებთ თითოეული ჩვენგანი. მე მინდა თომას ჯეფერსონის სიტყვები წარმოვთქვა: „როცა უსამართლობის კანონად ქცევას ცდილობენ, პროტესტი, არშეგუება, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება.“ ეს პროტესტი ჩვენი მოვალეობაა. საქართველო იქნება დემოკრატიული ქვეყანა და ვერ გამოგვტაცებს ამას ივანიშვილი ხელიდან."- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან ისმენს მედიაში არსებული...

“თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ ცნობებს არ გვაწვდიან” -საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ორგანიზაციამ აქციების დროს დაკავებული და 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ...

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...