მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ ქართველი ხალხი არ მიიღებს ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვფიქრობ, მათ დასავლეთის მხარდაჭერა...

“თუ ქართველი ხალხი არ მიიღებს ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვფიქრობ, მათ დასავლეთის მხარდაჭერა ექნებათ” – ამერიკელი დამოუკიდებელი დამკვირვებელი

Published on

საარჩევნო პროცესში გამოვლენილ უპრეცედენტო დარღვევებზე და საერთაშორისო მისიების კრიტიკაზე საუბრობს ამერიკელი დამოუკიდებელი დამკვირვებელი.

ქრისტინა პუშოუ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები იცავს დიპლომატიურ პროტოკოლს, როცა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ულოცავს.

"უპირველესად, სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის მიულოცავს ახლადარჩეულ ლიდერს, მაშინაც კი, თუ ფიქრობენ, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მაგალითად, მათ მიულოცეს იანუკოვიჩს უკრაინაში, ასევე სარქისიანს სომხეთში, რომელიც 10 დღეში გადადგა. ასე რომ, უბრალო მილოცვა არის დიპლომატიური პროტოკოლი და ის აბსოლუტურად ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ფაქტია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეიცავს ერთი ფრაზას, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. იქ წერია, რომ არჩევნები, განსაკუთრებით კი მეორე ტური, არ შეესაბამებოდა საქართველოს ვალდებულებას თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების შესახებ. საქართველო, დემოკრატიის თვალსაზრისით, დიდი ხანია, ლიდერია თავის რეგიონში, მაგრამ ეს წინადადება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ხვდება, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან და რომ ახლა დემოკრატია ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,“ – განაცხადა ქრისტინა პუშოუმ.

თუმცა, პუშოუს თქმით, თუ ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს, ხალხს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი დააკვირდება, რას გააკეთებს ქართველი ხალხი. თუ ქართველი ხალხი მიიღებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტია, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ვერც ვერავინ ეტყვით მათ რაიმე განსხვავებულს. მაგრამ თუ ქართველი ხალხი არ ცნობს გაყალბებულ არჩევნებს და არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვფიქრობ მათ დასავლეთის მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, უნდა აჩვენოს რა არის ეს არჩევანი და დაიცვას ის,“ – აცხადებს პუშოუ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...