მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

Published on

ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი, დარჩენილია კიდევ რამდენიმე სოფელი.სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

სიახლეები

“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

"ქართული ლეგიონის" ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია,...

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა...

მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება...

სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს. "აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე...