მთავარისიახლეებისაზოგადოება"დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია"- ზაზა სარალიძე

“დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია”- ზაზა სარალიძე

Published on

„სიტყვებიც არ მყოფნის, როგორ აღვწერო დღევანდელი დღე, მეზიზღება. ისეთ დღეში ვარ, ვერც სახლში ვჩერდები, ვერც გარეთ. დილით საფლავზე ვიყავი ასული, შუადღესაც ავალ და საღამოსაც. დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია“- განაცხადა ზაზა სარალიძემ. დღეს დათუნა სარალიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა, მისი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებიათ და ხელისუფლება მკვლელებს მფარველობს.
„ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის, ფეხებზე კიდიათ, დაგვცინიან. საქართველო საქართველო კი აღარ არის, სასაკლაოა. არანაირი კანონის უზენაესობა არ არის, მკვლელებს მფარველობენ ბოლომდე და კბილებით იცავენ.
დათუჩას წლისთავი ხვალ არის, იმიტომ, რომ ერთი დღე იცოცხლა საცოდავმა. დღეს, 14:00 საათისთვის შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით ავალთ ტრაგედიის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე, ორივე ბავშვის სულს პატივი რომ მივაგოთ“, – განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...