მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

Published on

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.
 
ორი ქვეყნის ლიდერები პირისპირ მოლაპარაკებას არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს გაეცნო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრა გადაიფიქრა.
 
დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ში დაწერა.
 
“იმის გამო, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას გავაუქმებ,” – წერს დონალდ ტრამპი.
 
რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო სენატმაც. კონგრესის ზედა პალატამ რეზოლუციაც მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ მოითმენს.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...