მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის კადრები - ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება

სალომე ზურაბიშვილის კადრები – ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება

Published on

სალომე ზურაბიშვილი კადრებს აკომპლექტებს. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდება.
 
ამის შესახებ თავად ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განახცადა. მანვე აღნიშნა რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ თანხმობა უკვე მიიღო ილია მეორისგან.
 
"ჩემთვის დიდი პატივია, გადავალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად. წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, მე მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და გადავიდე, დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...