მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარსარდალი, რომელიც ჯარმა არ აირჩია - სალომე ზურაბიშვილმა არმიის მხარდაჭერა ვერ მიიღო

მთავარსარდალი, რომელიც ჯარმა არ აირჩია – სალომე ზურაბიშვილმა არმიის მხარდაჭერა ვერ მიიღო

Published on

 ქვეყნის მთავარსარდალი, არმიის მხარდაჭერის გარეშე – სალომე ზურაბიშვილმა სამხედროების ნდობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას შემდეგ დაკარგა, რაც „ქართული ოცნების“ რჩეულმა ქვეყნის ინტერესები და ქართველი სამხედროები საკუთარი განცხადებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.
 
მოქმედი ჯარისკაცები ღია შეფასებებს ერიდებიან, თუმცა საერთაშორისო მისიებში მყოფმა სამხედროებმა საკუთარი დამოკიდებულება მომავალი მთავარსარდლის მიმართ არჩევნებზე დააფიქსირეს და უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილს.
 
ავღანეთში დისლოცირებულ დანაყოფებში არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. 893 ამომრჩევლიდან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 452 ხმა მიიღო.
 
არაერთი ომის მონაწილე სამხედროები, რომლებსაც მოქმედ ჯარისკაცებთან ამ დრომდე აქვთ მჭიდრო კავშირი ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართული ჯარისთვის მისაღები უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა არ არის.
 
ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებაზე საუბარი ის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომლის გადაკვეთაც სამხედროებმა "ქართული ოცნების" კანდიდატს არ აპატიეს. ჯარისკაცები ამბობენ, რომ ტრიბუნალზე ნატოს გაწვრთნილი სამხედროების მოხვედრა მხოლოდ პუტინის ინტერესშია.
 
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის აზრით, ქართულ ჯარს თავად დაუპირისპირდა, როცა 2008 წლის ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა, ჰააგაში კი საქართველს წინააღმდეგ სწორედ მისი წიგნია გამოყენებული.
 
ოპოზიციის მოსაზრებებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არასოდეს გაუკეთებია შეიარაღებული ძალებისა და საქარველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები. თუმცა ფაქტია, რომ ყოფილმა სამხედროებმა ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია მეორე ტურამდე წამოიწყეს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრის მხრიდან ღია განცხადება გაკეთდა ჰააგის სასამართლოში ცალკეული სამხედროების შესაძლო გასამართლებაზე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...