მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადასატანი ყუთის ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19,...

გადასატანი ყუთის ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა.

Published on

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი  32-ე უბანზე გადასატანი ყუთის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ   არ დააკმაყოფილა.  საიას ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს, 91 -ე უბნის ამომრჩეველმა, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, 32-ე უბანზეც მისცა ხმა. გადასატანი ყუთი საოლქო კომისიაში ხელახლა გახსნეს, რის შედეგადაც  ანაკლიის 32-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძეს 19, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 10 ხმა დაემატა. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საიას იურისტი. ჯემალ ჭკადუას თქმით, ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმაზე, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოში აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...