ევროპული საქართველო სამომავლო შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. პარტია დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს, რა სტრატეგია ექნება პარტიას არჩევნების შემდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის მსგავსად, ევროპულ საქართველოშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და შექმნილი პოლიტიკური ვითარება უნდა შეიცვალოს. “გვყავს ვითომ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ბუნებრივია, ეს ვითარება ითხოვს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისგან კონკრეტულ რეაგირებას და სწორედ ამაზე გვექნება ჩვენ მსჯელობა პოლიტსაბჭოს სხდომაზე… ამ ნაბიჯების მიზანი არის ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა,” – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე. როგორ უნდა მოხდეს ეს და რა გეგმები ექნება პარტიას ამ მიზნით, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...