მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნებიდან მესამე დღეს პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების კანონპროექტი დაამტკიცა

არჩევნებიდან მესამე დღეს პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების კანონპროექტი დაამტკიცა

Published on

მარიხუანას კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობა, ავტორი კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, პარლამენტმა დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, მარიხუანას მოხმარება დასაშვები იქნება მხოლოდ პირად სივრცეში – თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.
 
მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას დაისჯება; ასევე, დაისჯება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; მარიხუანას მოხმარება დასჯადია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ა.შ.).
 
21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში იქნება დასჯადი და დასჯა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში – 1000-დან 1500 ლარამდე.
 
სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის მართვა.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...