მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ვიკრიბებით ფილარმონიაში. ახლა ხელების ჩამოშვების დრო არ არის,...

პრეზიდენტი სააკაშვილი: ვიკრიბებით ფილარმონიაში. ახლა ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით ფილარმონიაში მისვლისკენ მოუწოდებს.
 
მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებსა და გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მესამე პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია მოხდეს ამომრჩეველთა ხმების დაცვა. სააკაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს.
 
მისივე თქმით, დღეს გადამწყვეტი პერიოდია ქვეყნისთვის და სწორედ ახლა მოქმედების დროა.
 
„18:00 საათზე, თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში. მე მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ასე, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. 18:00 საათზე ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით სკაიპით, ჯერჯერობით, და ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად, მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 59,6 %, გრიგოლ ვაშაძეს 40,4 % აქვს.
 
ცესკო-მ ხმების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა. წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის სხვაობა თითქმის 20 პროცენტია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...