მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ზუგდიდში 4000 - ით მეტი...

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ზუგდიდში 4000 – ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე პირველ ტურში და მხოლოდ 0,8 პროცენტით წააგო ბრძოლა უზარმაზარ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსსთან

Published on

 
67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 50,48% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 49,52%, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განუცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის ოლქში პროცედურულ გადაცდომებზე სულ 17 საჩივარი დაიწერა.
 
"67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 120 844 ადამიანს. კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა 20:00 საათისთვის გახლდათ 58 170 ამომრჩეველი – 48,13%. რაც შეეხება შედეგებს, ცესკოს გვერდზე ავტომატურად არის ატვირთული ყველა საარჩევნო ოლქის, საარჩევნო უბნის ოქმები და ზოგადად 100%-ით არ არის დათვლის შედეგები. თუმცა ჩვენი ოლქის მონაცემებით, რაც არის შედეგები, 107 უბნიდან 5 ნომერმა ამომრჩეველთა 28 035 ხმა მიიღო, რაც 49,52%-ია. რაც შეეხება 48 ნომრით კანდიდატს, მას 50,48% აქვს,ანუ 28 577 ხმა. ეს არის წინასწარი მონაცემები. რაც შეეხება პროცედურულ გადაცდომებს და საჩივრებს, ზუგდიდის ოლქში რეგისტრირებულია სულ 17 საჩივარი, რაც პროცდურულ გადაცდომებს ეხება და გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე",- განაცხადა მირანდა მესხმა
 
მაშ ასე, ზურაბიშვილმა არჩევნები ზუგდიდში მხოლოდ  0,8 პროცენტით "მოიგო" და თან იმ პირობებში, როცა შსს  მინისტრი გახარია  მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე ფაქტობრივად  ზუგდიდში ცხოვრობდა და, როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ,  ხელისუფლებას , გამოყრილი ჰყავდა მთელი კრიმინალური სამყარო,  ამოქმედებული იყო  მთელი ადმინისტრაციული რესურსი, ტრიალებდა  შავი ფულის უპრეცენდენტო რაოდენობა,  ქართული ოცნების კამპანიის   მთავარი ღერძი იყო  დაშინება, მოსყიდვა და ბოლოს გაყალებება (მაგალითისთვის   საკმარისია ითქვას,რომ  ბათილად იქნა ცნობილი 1463 ბიულეტენი, რომლთა  უმრავლესობა  გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებს ეკუთვნოდათ.
 
მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში    4000 -ით მეტი ხმა მიიღო  ვიდრე პირველ ტურში.
 
ასე რომ აქცენტები ხახვზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ 27 035 მოუსყიდავი ზუგდიდელის მორალურ გამარჯვებაზე .

სიახლეები

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? -ISET-ი მიგრაციის მიზეზებზე და შედეგებზე

დგას თუ არა საქართველო ტვინების გადინების რისკის წინაშე? - კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და...

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს – კომისიის კრიტიკული დასკვნა

ვენეციის კომისია ოლიგარქის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია ცვლილებებზე...

“დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს აქციაზე სკამების მოტანისთვის, ხოლო მეორე სტუდენტი დააკავეს მხოლოდ ტაშისთვის” – ზურაბიშვილი

"დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს საპროტესტო აქციაზე სკამების მოტანისთვის,...

24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი....