მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს

გაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წუხელ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 29 ნოემბერს, 18:00 საათზე მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად ჩამოყალიბდებიან.
 
„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას შეიძლება ვუწოდო თუ არა არჩევნები. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ცესკოდან, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს და ადგილიდან ვიღებთ ყველა ოქმს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები და ამისათვის 29 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...