მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში და არ...

“ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში და არ იქნება მშიერი ბავშვი, არ იქნება მშიერი და მოტყუებული ადამიანი პაატა ბურჭულაძე

Published on

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც წუხანდელი ღამე რუსთაველზე, შვილმოკლული მამების გვერდით გაათია, დღეს დილით საბურთალოს საარჩევნო ოლქის N61-ე უბანზე,  საკუთრი არჩევანი  დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
"ქვეყნის ისეთ მომავალს მივეცი ხმა, სადაც არ იქნება ოლიგარქი სათავეში, სადაც მრავალპარტიული სისტემა იქნება და არ იქნება მშიერი ბავშვი, არ იქნება მშიერი ადამიანი და არ იქნება მოტყუებული ადამიანი, აი, ასეთი მომავალი გვინდა ჩვენ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა იყოს არა ის, ვინც თავიდანვე ღალატობს და პირდაპირ თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საქართველოს მთლიანობას, არამედ ის, ვინც მართლა ესმის და ვინც იცის,თუ როგორ უნდა და წარმართოს ქვეყნის მომავალი. აი, ასეთია ზუსტად ჩემი აზრი, ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბატონებო გამოდით არჩევნებზე, თქვენი ყველა ხმა, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა, პაატა ბურჭულაძემ. 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...