მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' ინოვაცია: ტორტის რეცეპტები და ქორწილის სიები მეორე ტურში მეუღლეთა...

,,ქართული ოცნების” ინოვაცია: ტორტის რეცეპტები და ქორწილის სიები მეორე ტურში მეუღლეთა ნაჩუქარმა სიებმა ჩაანაცვლა

Published on

 
"სახლში მაჩუქა ჩემმა მეუღლემ“ – ასე უპასუხა ერთერთმა ქალბატონმა კითხვას იმისსესახებ, თუ საიდან აქვს მას  მოქალაქეთა პირადი ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიების სახით.
 
დილიდან "კურიერი ონლაინს"  მიაწოდეს ვიდეომასალა, რომელშიც კარგად ჩანს, საარჩვნო უბნის სიახლოვეს მყოფი ადამიანები, რომელთაც  ცენტრალური საარჩვნო კომისიის სიები აქვთ. სიებში მოქალაქებიის პირადი ინფორმაციებია ასახული, რაც აგიტატორების მხრიდან კიდევ ერთი დარღვევაა. კითხვაზე, თუ რა სიები უჭირავთ ხელში, პარტიული აგიტატორები გადამღებ ჯგუფს პასუხებენ, რომ ეს მათი უფლებაა.
 
"კურიერი ონლაინის" პირდაპირ ეთერში დღეს პირველი ზარი შემოვიდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დასავლეთში ვერ მიდის, რადგან ავტოსადგურებზე, ავტობუსები არ არიან.
 
"თბილისში ვცხოვრობ და დასავლეთში ვარ ჩაწერილი. ის ხალხი ვინც დღეს განთავისფულდა ფაქტიურად და  დღეს მოუნდება წასვლა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ მარშუტკები არის აბსოლუტურად ყველა მოხსნილი დასავლეთის მიმართულებით. როგორც დავრეკე და გავარკვიე, გვითხრეს, რომ თავიანთი წარმომადგენლები შეკრიბეს და წაიყვანეს დილით და მარშუტკები არის მოხსნილი,“- განაცხადა მოქალაქემ.
 
ტიპური ვითარებაა ბათუმშიც. აქ თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან შეკრებილნი. ნაწილი მათგანი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მანქანებში სხედან, ნაწილი კი უბნების შესასვლელთან სხედან და ამომრჩეველს აკონტროლებენ. თითოეულ მათგანს თან აქვს სიები, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
მათ ნაწილს არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორია.
 
„სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში. ჩემი მხარდამჭერების სიებია და ვამოწმებ. ჩვეულებრივი მოვლენაა,“ – აცხადებს „ოცნების“ ერთ-ერთი აგიტატორი.
 
აგიტატორები ამბობენ, რომ აქვთ მხარდამჭერების ტელეფონის ნომრები და მათ უკავშირდებიან.

 

დღეს ხელისუფლების ხელდასმით, კოორდინატორები ამგვარი სიებით  მიმოდიან ზუგდიდის, ბათუმის, თბილისის საარჩევნო უბნებზე და აქტიურაგიტაციას ეწევიან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის და მათ აქვთ  უფლება  ამგვარად იმოქმედონ  კემნჭისყრის უშუალო ადგილის გარეთ. უფრო მეტიც, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სიოსან კოორდინატორებს მობილიზაციისთვის.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...