მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნების დღევანდელმა მოქმედებამ შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

ქართული ოცნების დღევანდელმა მოქმედებამ შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

Published on

 
ადგილი აქვს ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
 
„კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევების ფონზე. მოკლედ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს: 1- მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დაღვევას, კერძოდ, ამომრჩევლებს აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. რიგ შემთხვევებში ამომრჩევლები ხმას საჯაროდ აძლევენ, მესამე პირების თვალწინ, რითაც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა; 2 – გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას კომისიის წევრების მოქმედებები ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, კერძოდ, ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი უნდა იყოს შემოხაზული, თვითონ კეცავენ ბიულეტენს და ათავსებენ ყუთში; 3- არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირებული ადამიანი საარჩევნო უბანზე ხელმეორედ იქნა დაშვებული და ხელმეორედ მისცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა; 4- აღინიშნება ტენდენცია, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩევლები კვლავ მიდიან უბანზე და განმეორებით აძლევენ ხმას, უმრავლეს შემთხვევაში, ისინი დაბრკოლების გარეშე ხვდებიან საარჩევნო უბანზე; 5- მასიურად აქვს ადგილი ფულის გადაცემის ფაქტებს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს და ამ ფაქტებს ადგილი აქვს უშუალოდ კენჭისყრის შენობის მიმდებარედ; 6- იმისათვის რომ ამ დაღვევებზე შემდგომში შესაბამისი რეაგირება არ მოხდეს მნიშვნელოვანი და გავრცელებული დარღვევაა კომისიის წევრების მიერ აქტიური დამკვირვებლების გაძევება. ეს ტენდენცია აღინიშნება ყველა, მათ შორის ნეიტრალურ დამკვირვებლებთან მიმართებით“, – განაცხადა ჯანდიერმა.
 
იგი ცესკოს და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.
 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...