მთავარისიახლეებიპოლიტიკაფსიქოლოგიური შეტევა ამომრჩეველზე, როგორც ,,ოცნების'' გეგმა 2 - ის ნაწილი

ფსიქოლოგიური შეტევა ამომრჩეველზე, როგორც ,,ოცნების” გეგმა 2 – ის ნაწილი

Published on

არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე ოდნავ  მეტიღა დარჩა და ხელისუფლება ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს .

არ არის სიმშვიდე ზუგდიდში!

საარჩევნო უბნებს კრიმინალები შეუსიეს,  მოქალაქეებს ხმის მისაცემად საარჩევო ყუთებთან არ უშვებენ.  უბნებში ღიად გადაადგილდებიან საჯარო მოხელეები და არც თავიანთ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას იმჩნევენ, არც მათ მიერ მობილიზებული ძველი ბიჭების თავლებისა და დანების ტრიალს. პარალელურად ხმებს ყრიან, რომ ყველაფერი ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასიკეთოდ მიდის და ამით ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერთა რიგებში მუხტის ჩახშობას ცდილობენ. ოცნებას ისე გაუჭირდა, რომ არც უცხოელი დამკვირვებლების და შედეგად მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების გარდუვალ უარყოფით რეაქციას უფრთხის. 

ძალა, რომელსაც საკუთარი თავისა და რეიტინგის  იმედი აქვს ასეთ ზომებზე არ მიდის.

ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ქალაქის ქუჩებში კოლონით გადაადგილდებიან. ავტომობილებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატებია გაკრული და "ქართული ოცნების" დროშებია განთავსებული. ამასთან, ისმის საყვირების ხმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...