მთავარისიახლეებიპოლიტიკამურთაზ ზოდელავა: ,,კეთილი ინებოს პატივცემულმა გიორგი გახარიამ, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს...

მურთაზ ზოდელავა: ,,კეთილი ინებოს პატივცემულმა გიორგი გახარიამ, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს თავის საქმეს”

Published on

,,კეთილი ინებოს პატივცემულმა გიორგი გახარიამ, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს თავის საქმეს", – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ განუცხადა. მისი თქმით, შს მინისტრმა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ აგრესიული ფონი შექმნა.
 
ზოდელავას თქმით, ოპოზიციის მიზანია, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
 
„ქართული ოცნების" რიტორიკა, რომ თურმე ჩვენ ვაპირებთ დესტაბილიზაციას, ეს არის ფარსი.
 
თვითონ არიან აგრესიულები, ასეთი რიტორიკით თვითონ გამოირჩევიან, რასაც ყველა ადევნებს თვალს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებული იყოს და ყველა ამომრჩეველმა მშვიდობიან გარემოში მოახერხოს ხმის მიცემა. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუცია ამით იქნებოდა დაკავებული, მათ შორის, შსს, მაგრამ სამწუხაროდ, გახარია, რომელიც ჩამოვიდა სამეგრელოში და შექმნა აგრესიული ფონი, მოტივირებულია, რომ აქ არ იყოს მშვიდი გარემო. ფიზიკურად, სამეგრელოში არ იმყოფება, მაგრამ მისი აქ ყოფნის პერიოდში წაახალისა ყველა და ყველას გაუგზავნა მესიჯი იმის თაობაზე, რომ რაღაც აგრესიული ტონი "მოსულა".
 
ეს არის იმის შედეგი რაც აქ გააკეთა. ამიტომ კეთილი ინებოს პატივცემულმა, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს თავის საქმეს",- განაცხადა ზოდელავამ

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...