მთავარისიახლეებიპოლიტიკაგურჯაანში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ძმას ესროლეს.

გურჯაანში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ძმას ესროლეს.

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის გურჯაანის რაიონის შტაბის წევრების ინფორმაციით, ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. მათივე თქმით, სროლა იმ დროს მოხდა, როცა ისინი უფლებამოსილების ფარგლებში, საარჩევნო უბანთან გადაადგილდებოდნენ.
 
„ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილდებოდნენ მე-19 უბანაზე, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანიდან ორჯერ გაისროლეს.
 
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ეს არის დაშინების მცდელობა“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის გურჯაანის რაიონის შტაბის ხელმძღვანელმა რამაზ ქერეჭაშვილმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...