მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: დღეს უნდა დასრულდეს არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის...

გიგა ბოკერია: დღეს უნდა დასრულდეს არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში

Published on

დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
 
ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში.
 
„მოლოდინი მაქვს, რომ დღეს უნდა იყოს მაღალი აქტიურობა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება იმის ბედი, ვინ გახდება უბრალოდ პრეზიდენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არა ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად, უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქ ივანიშვილს და მის გუნდს იმის თქმა, როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება ხალხის და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა ამ ყველაფრის დასრულებას", – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....