მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჩივრები და დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში - აუდიტი შუალედურ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს

საჩივრები და დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში – აუდიტი შუალედურ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მომზადებულ შუალედურ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს.
 
შესულ საჩივრებსა და გამოვლენილ დარღვევებზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა  NDI-ისა და ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს.
 
ანგარიში პირველი აგვისტოდან 28 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. დოკუმენტი მოიცავს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ხარჯებსა და განხორციელებულ შემოწირულობებს.
 
ანგარიშში ასევე შესულია პატრიოტთა ალიანსის მიერ დაბეჭდილი ბროშურების თემა, რომელიც აუდიტის სამსახურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული აკრძალული შემოწირულობაა.  
 
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა ტორნტონის, თქმით, ორგანიზაციას განსაკუთრებით აინტერესებდა დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობები.
 
„საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ აუდიტის სამსახურისგან. მიმოვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდი, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, განსაკუთრებით გვაინტერესებდა დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობები. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი დელეგაცია 13-კაციანია. ისინი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, ახალციხეში, ბათუმსა და ზუგდიდში დააკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს. ჩვენ შეფასებებს კი საზოგადოებას ხუთშაბათს გავაცნობთ,“ – განაცხადა ლორა ტორნტონმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...