მთავარისიახლეებიპოლიტიკაN15 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა- დაკავებულია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი

N15 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა- დაკავებულია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი [Video]

Published on

N15 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა.გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ყველა მათ  წარმომადგენელს დავალებული აქვთ გადასატანი ყუთის გადამოწმება და სწორედ ამან გამოიწვია ინციდენტი :“  ქართული ოცნება“ განსაკუთრებით მწარდება, როცა ითხოვენ სიის გადამოწმებას და განსაკუთრებით ამ უბანზე გაზრდილია სიები, 14 ადამიანია შეყვანილი და არც ერთი მათგანი არ არის ავადმყოფი. ჩვენმა წარმომადგენელმა ითხოვა საჩივრის დაწერა და სწორედ ამას მოყვა შელაპარაკება.“- განაცხადა წითლიძემ. თავის მხრივ ოცნების შტაბში აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ვახტანგ ხვიჩია  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელმაც მოითხოვა ყუთით  არსებული ამომრჩეველთა სიების წარდგენა რასთან დაკავშირებითაც შეელაპარაკა კომისიის თავჯდომარეს ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს, შელაპარაკების დროს ვახტანგ ხვიჩიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა ლუიზა თევზაძეს და ლეილა თვალთვაძეს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში.
შსს-ს ინფორმაციით, ხვიჩია  წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...