მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს: ,,საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ ...

მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს: ,,საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხეში

Published on

ასეთი დიდი საფრთხის წინაშე საქართველო არ მდგარა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, – ამ წინასაარჩევნო განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს მიმართა.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხვალ არ წყდება უბრალოდ ის, თუ ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მისი აზრით, ხვალინდელი დღის შედეგზეა დამოკიდებული “საქართველოს არსებობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ყოფნა-არყოფნა, საქართველოში ქართველების დარჩენა-არდარჩენა“.
 
“საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოგდებულმა ოლიგარქმა და ასევე რუსეთის ხელდასმით დაყენებულმა კანდიდატმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათ უნდა გაასამართლონ ჩვენი სამხედროები საქართველოს დაცვისთვის, რომ ისინი მზად არიან შექმნან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და მსოფლიოს მიერ აღიარების საფუძველი. ისინი ამტყუნებენ საქართველოს! ამის პარალელურად, ოლიგარქმა დასახა “საქართველოს რკინიგზის“, მთელი ელექტროსისტემის და ყველაფერი დანარჩენის, რაც ჯერ ჯიბეში არ ჩაუდია, ჯიბეში ჩადების და თქვენი საბოლოოდ გაღატაკების გეგმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქნას და მან თავისი გაიტანოს, საქართველოს უკანმოუხედავად დატოვებს კიდევ 1-მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი ქართველი და ისინი უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სააკაშვილი მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
 
„რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ამერიკა ერთი თაობის იქეთ არის თავისუფლების დაკარგვამდე. საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხემდე. ამ საფრთხის შეჩერება თითოეული ქართველის წმიდათა-წმინდა ვალია. ოლიგარქმა ქნა ყველაფერი – მან დაარიგა ხახვი, კარტოფილი, გატყუებთ, რომ გაწერთ საბანო ვალებს, თუმცა არაფერს არ გაწერთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ – საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან, საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე. იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს. თუ თქვენ რეგიონებში მიდიხართ და მანქანაში, “მარშუტკაში“ თავისუფალი ადგილი გაქვთ, გთხოვთ, ის ხალხი წაიყოლეთ ვისაც საშუალება არა აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ხვალ წყდება საკითხი ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ მას ბოლომდე იდებს ჯიბეში ოლიგარქი და მისი პატრონი – რუსეთი. ხვალ არის ერთის მხრივ ხალხის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მეორეს მხრივ, ივანიშვილის, რუსეთის და საქართველოს მტრების კანდიდატი – ეს მოღალატე ქალი. ეს არის არჩევანი! მოდი გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინააღმდეგობები და განსხვავებები. მიდით, ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავლის გარშემო“, – ამ სიტყვებით მიმართავს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...