მთავარისიახლეებიპოლიტიკა28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მზადებას აფასებს.
 
განცხადება ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3703 საარჩევნო უბანი, მათ შორის საზღვარგარეთ და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
 
28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია.
 
„საქართველოს პრეზიდენტის მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის  და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი, აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით დღის 24 საათამდე, რაც ჩვენ თანამოქალაქეებს მისცემს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. ხვალ ამომრჩეველს გადაეცემა მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი, ასევე მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი, ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არს შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში,“ – აცხადებს  ანა მიქელაძე.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...