მთავარისიახლეებიპოლიტიკაროცა შორსმყოფობა ყველაზე დიდი სიახლოვეა მამა-შვილს შორის...

როცა შორსმყოფობა ყველაზე დიდი სიახლოვეა მამა-შვილს შორის…

Published on

ცხინვალის რეჟიმმა არჩევნების დღეს ოკუპირებული ზონიდან მომავალი გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ტრადიციულად. მაგრამ ის ვერ დახურავს მავთულხლართებით  თითქმის შუაში გადასერილი ქვეყნის  დროებით გათიშულ ნაწილებში  მყოფი ადამიანების  ერთობას.

თუნდაც იმიტომ, რომ  ხელისფლების მიერ ოკუპანტების საჯიჯგნად მიტოვებული მოხუცები იქიდან ნუგეშად ხედავენ  ვაჟკაცებს, რომელნიც აქედან გულის თვალს  არ აშორებენ მათ და ფეხმოუცვლელად დგანან  სამაჩაბლოდან მობერილ ქარყინულში, როცა, კონფორმისტებისა და ფილისტერების გადასახედიდან, ამ დროს შინ უნდა იყვნენ, სითბოში და   დაბადების დღეს უხალისებდნენ შვილებს.

 ,,პატარა ქეთი ქაცარავას დაბადების დღეა, მამას აქ ვულოცავ, ტყე-ღრეში და დედა-შვილს იქ, დედაქალაქში.იმედია, მამა დღის ბოლოს მაინც ჩაუსწრებს, დაძინებამდე'' – წერს თავის ფეისბუქგვერდზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც დავით ქაცარავასთან ერთად  ამ საზღვარზე დგომით არ აძლევს საშუალებას არც ერთ მხარეს დაივიწყოს, რომ ,,საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის დღეს ოკუპირებულია''. 

,,ოდიში ნიუსი'' უერთდება ამ მილოცვას პატარა გოგონასადმი, რომელსაც მამიკო უყვარს,  და  დასძენს, რომ ამგვარი   შორსმყოფობა  ყველაზე დიდი სიახლოვეა  მამა-შვილს შორის. 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...