მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორს ახალკახათში მანქანა დაუზიანეს

გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორს ახალკახათში მანქანა დაუზიანეს [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის კახათის შტაბის კოორდინატორს მანქანა დაუზიანეს. როგორც ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ელგუჯა თაკალანძე აცხადებს, მას დღეს დილით მისივე თანასოფლელები, რომლებიც ამავე სოფლის რწმუნებულის ნათესავები არიან, გზაზე დახვდნენ, მანქანას დაარტყეს და ასევე მუქარით ესაუბრნენ, რომ თავი დაანებოს ოპოზიციასთან კონტაქტს და არჩევნებზე „ჭკვიანად“ იყოს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ვალერი და რობერტი გუგუჩიები, რომლებიც მათ კოორდინატორს ემუქრებიან, არიან სოფლის ე. წ. „მაყურებლები“. „სადაც კი გახარიას გაუვლია და წაუქეზებია ეს ძველი ბიწები, ყველგან ასეთი სიტუაციაა, აშინებენ კოორდინატორებს, ემუქრებიან, მანქანებს უმტვრევენ, მაგრამ არ გაუვათ არაფერი“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...