მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

Published on

 
„დღეს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე, კერძოდ მაზარიშარიფისა და ბაგრამის საარჩევნო უბნებზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სამხედროებმა, რომლებიც ავღანეთში არიან დისლოცირებული. როგორც  ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
 
ზოგიერთი სამხედრო არ იმყოფებოდა უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. ისინი სამხედრო პოსტებზე იყვნენ. აქედან გამომდინარე, რათა თითოეულმა სამხედრომ შეძლოს ხმის მიცემა, სპეციალური ჯგუფის წევრებმა მათთან მიიტანეს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამ დროისთვის ხმის მიცემა დასრულებულია და საარჩევნო ყუთი ბრუნდება ბაზაზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
 
მისივე ინფორმაციით, ავღანეთში ჩატარებული არჩევნების ხმების დათვლა 28 ნოემბერს 20:00 საათის შემდეგ მას შემდეგ მოხდება, რაც მთელ საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცედურა.

სიახლეები

“გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება...

აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც...

დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი-ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფომაციით, ნანუკას ფონდთან ერთად დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის...

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ფოტო...