მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩახალიანი მოუწოდებს ახალქალაქელებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ

ჩახალიანი მოუწოდებს ახალქალაქელებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ

Published on

ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, პრორუსულ ძალებთან ერთად, მხარს სეპარატისტული განცხადებებითა და ქმედებებით ცნობილი, ვაჰგან ჩახალიანიც უჭერს.
 
„ერთიანი ჯავახკის“ დამფუძნებელი ჩახალიანი საგანგებო განცხადებაში წერს, რომ არ უნდა დაუშვან სომხების გათურქება, სახელისუფლებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩახალიანი მოუწოდებს ახალქალაქელებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.
 
ჩახალიანი რამდენიმე მძიმე ბრალდებით წინა ხელისუფლების დროს დააკავეს, ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს „ქართული ოცნების“ გამოცხადებული ამნისტიით გათავისუფლდა.
 
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ის კვლავ მოუწოდებს ახალქალაქის მოსახლეობას, რომ მხარი მმართველი პარტიის კანდიდატს დაუჭირონ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...