მთავარისიახლეებიპოლიტიკაავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ

Published on

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ. ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალიზე”.ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.„ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე – 144. სულ არის ორი საარჩევნო უბანი – ბაგრამის და მაზარი შარიფის. 08:00 საათიდან ჯარისკაცებს საშუალება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, და ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...